ადვოკატთა ასოციაციაში ტრადიციული შეხვედრა გაიმართა იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგნლებთან. შეხვედრაზე ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ქეთევან თურაზაშვილმა 2018 წლის ივნისში ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფოკაციო გამოცდის შედეგები და უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა მიხედვით გამოცდის სტატისტიკური მონაცემები გააცნო იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციას და იურიდიული ფაკულტეტების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გააცნო იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის მაისში შესული ცვლილებები, რომლის თანახმად იცვლება საადვოკატო პროფესიაში შემოსვლის წესი და ინერგება ადვოკატობის მსურველი პირების სტაჟირების სავალდებულო პროგრამა, რა კუთხითაც ირაკლი ყანდაშვილმა დააანონსა უახლოეს პერიოდში იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის სტაჟირების ახალი სავალდებულო პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაწყების შესახებ და დაიგეგმა იურიდიულ ფაკულტეტებთან სამომავლო თანამშრომლობის და აქტივობების კონკრეტული გეგმები ამ მიმართულებით.